среда, 19 августа 2015 г.

пятница, 6 февраля 2015 г.

სამეცნიერო პიკნიკი 2014 წლის 4 ოქტომბერი

                               ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2014

    სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს 2014 წელის 4 ოქტომბერს გაიმართა ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
    სამეცნიერო პიკნიკზე წინასწარ შერჩეული სამეცნიერო ჯგუფები ღია ცის ქვეშ მოწყობილ კარვებში წარმოადგენდნენ სხვადასხვა აქტივობებს, ექსპერიმენტებს და სახალისო ინტერაქტიულ თამაშებს სხვადასხვა დარგის მეცნიერების წარმოსაჩენად. ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას და თანამედროვე მიღწევების გაცნობას.