კლუბი შეიქმნა წნორის N3 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. კლუბის მუშაობა ითვლისწინებს მოსწავლეებს დაანახოს, რომ ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგია, რომლის სწავლაც ეხმარება მოსწავლეებს შეიმეცნონ სამყარო, გამოიმუშავონ ინტერესი და ცნობიმოყვარეობა მათ გარშემო არსებული მოვლენების მიმართ.
კლუბის ხელმძღვანელი: ნინო კოკილაშვილი
კლუბის მიზანი და მოცანები:
- სასკოლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელების და ჩატარების გამოცდილების შეძენა;
- მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაღვივება;
- სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევის განვითარება (შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა);
- საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება (საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება);
- პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
- კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია;
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საბაზო და საშუალო საფეხურის ნებისმიერი მოსწავლე;
- კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის დაგეგმილ აქტივობებში;
- კლუბში გაწევრიანების მსურველი წერს განცხადებას.
N
თარიღი
განსახილველი თემები
1
სექტემბერი
1. კლუბის მუშაობის განახლება
შეხვედრები მშობლებთან:
ა) მოსწავლისა და მშობლის განცხადებები კლუბში გაწევრიანების შესახებ
ბ) კლუბის წესდების გაცნობა
გ) მშობელთა თანხმობის განაცხადი საჭიროების შემთხვევაში თავიანთი შვილის ფოტო და ვიდეო გმასალის გასაჯაროების სესახებ
2. უსაფრთხოების წესების გაცნობა
3. ქცევის წესების შემუშავება ერთობლივად
4. წლის განმავლობაში ჩასატარებელი სასწავლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა;
5. სკოლის STEAM კლუბი - ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024 - ზე მონაწილეთა შერჩევა;
6. შეხვედრა და შეთანხმება ჩვენი სკოლის პარტნიორი საქობოს სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთობლივი პროექტის დაგეგმვის და განხორციელების შესახებ
2
ოქტომბერი - მაისი
სამუშაო შეხვედრები კლუბში
3
დეკემბერი
ფიზიკის მასწავლებლის, ნინო კოკილაშვილის მიერ ვარშავის მასწავლებელთა ფორუმზე მიღებული შტაბეჭდილებების გაზიარება
4
თებერვალი - აპრილი
საქობოს სკოლასთან შეთანხმებულ „თავისუფალი ვარდნის აჩქარების გაზომვა სხვადასხვა მეთოდით“ ერთობლივ პროექტზე მუშაობა
5
აპრილი - მაისი
სასკოლო კონკურს “Tech Sparks ”-ში მონაწილეობა
6
მაისი - ივნისი
მზადება „სამეცნიერო პიკნიკი 2025“ -სათვის


Комментариев нет:
Отправить комментарий