სამეცნიერო პიკნიკი 2015



      
     სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით 26 სექტემბერს გაიმართება ვაკის პარკში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებს და იმ ინსტიტუციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით. წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა გაიმართება. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან.

Комментариев нет:

Отправить комментарий