სამეცნიერო პიკნიკი 2018



29 სექტემბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოში რიგით მე-7  სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება. 
ღონისძიების მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, თანამედროვე მეცნიერების მიღწევების ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოჩენა. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში ჩატარდა.
წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის თემა გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია.
40-მდე კარავში, ღია ცის ქვეშ, საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგვთავაზებენ მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები საქართველოდან და ევროპიდან; საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.
წნორის N3 სკოლა განთავსდება პირველ კარავში:


სამეცნიერო პიკნიკის მოსაწვევი



სამეცნიერო პიკნიკზე სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერილია ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები:





Комментариев нет:

Отправить комментарий