პირველად საქართველოსა და კავკასიაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კვირეულის მიზნებია:
- სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
- ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
- ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
- ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
- სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.
კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. საამაყოა, რომ CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ექსპო-ჯორჯია მე-6 პავილიონში "ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის" გამოფენა "ცერნი დღეს" და "LHC ინტერაქტიური გვირაბი" ასევე მოისმინე ნუგზარ მოსულიშვილის საჯარო ლექცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Комментариев нет:
Отправить комментарий