2024 წლის 8 აგვისტოს ილიას უნივერსიტეტმა გამოაცხადა შემდეგი შინაარსის კონკურსი:
2024 წლის 29-30 ნოემბერს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში (პოლონეთი, ვარშავა) გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რიგით მეცამეტე სამეცნიერო ფორუმი.
ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნიდან (უკრაიანა, საქართველო, რუმინეთი, სომხეთი..) მიწვეული იქნებიან მკვლევართა კლუბების მენტორები, ისინი დაესწრებიან ვორქშოპებსა და თავადაც წარადგენენ აქტივობებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში სამეცნიერო ფორუმზე მონაწილეობის მსურველთათვის აცხადებს კონკურსს:
მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. თქვენი სამოტივაციო წერილი უნდა შედგებოდეს სამი პარაგრაფისგან:
- პირველ პარაგრაფში უნდა ისაუბროთ თქვენი და თქვენი მკლვლევართა კლუბის საქმიანობის შესახებ.
- მეორე პარაგრაფში ისაუბრეთ რატომ გსურთ ფორუმზე მონაწილეობის მიღება და რა აქტივობებს წარუდგენთ დამსწრე საზოგადოებას, რატომ იქნება ეს აქტივობები საინტერესო სხვა კლუბებისთვის..
- და ბოლოს, როგორ გამოიყენებთ ფორუმზე მიღებულ გამოცდილებას კლუბური მუშაობის დროს.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჯერ არ ყოფილან კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გამართულ ფორუმზე.
გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, გავგზავნე სამოტივაციო წერილი, ასე აღმოვჩნდი ფორუმზე დამსწრე კლუბის მენტორ მასწავლებელთა შორის, კოპერნიკის ცენტრიდან მივიღე მოსაწვევი წერილი.
28 ნოემბერს 9 საბუნებისმეტყველო საგნების 9 მასწავლებელი, ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელ ხატია ნებულიშვილთან ერთად გავეგზავრეთ ვარშავაში. მივიღეთ მონაწილეობა ძალიან საინტერესო ფორუმში. ფორუმის ფარგლებში გავიცანით სხვადახვა ქვეყნის მასწავლებლები, ჩატარდა ვორქშოფები.
Комментариев нет:
Отправить комментарий