ვარშავის სამეცნიერო პიკნიკი 2024

როგორ მოვხვდით ვარშავაში, კოპერნიკის ცენტრში 😊

 2023 წლის 26 დეკემბერს ილია უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონსურსი, კლუბების ქსელის წევრებმა მივიღეთ შემდეგი წერილი:  

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის აცხადებს კონკურსს „წლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი“. კონკურსის მიზანია „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის“ ფარგლებში ღირებული და ნოვატორული ინიციატივების გამოვლენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 🏆 კონკურსის ფარგლებში შემოსულ განაცხადების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გამარჯვებული კლუბი (მასწავლებელი და 4 მოსწავლე) გაემგზავრება ვარშავის სამეცნიერო პიკნიკზე (პოლონეთი, ვარშვა, 2024 წელი). 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში 10-12 თებერვლისთვის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს უნდა გავუგზავნოთ აქტივობები, რომელთაც გამარჯვებული კლუბი წარადგენს  სამეცნიერო პიკნიკზე და მოცემულ ვადაში დეტალურად უნდა გაწეროთ საინტერესო, ინტერაქციული და ნოვატორული აქტივობები. 

ეტაპი I -კლუბი წარადგენს მისვის სასურველ კვლევით პროექტს კონკურსის პირობების შესაბამისად

ეტაპი II –კლუბი ხელმძღვანელის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას

კლუბი ავსებს ფორმასვიდეოს ბმულს აკოპირებს ფორმაში ან 🎥 ვიდეო ფაილს აგზავნის

ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს და უნდა ასახავდეს თქვენი პროექტის არსსგამოგზავნის ბოლო ვადაა 25 იანვარი.

 ეტაპი III- სპეციალურად შემდგარ კომისიის მიერ, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, გამარჯვებულის გამოვლენა."


🎥 წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის მიერ საკონსკურსოდ გაგზავნილ ვიდეოს: პროექტ "ბგერის სიჩქარის გაზომვის სხვადახვა მეთოდი" -ს შესახებ და პროექტის აღწერილობას.


 2 თებერვალს მივიღეთ წერილი:

"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოთქვით სურვილი და ჩაერთეთ კონკურსში „წლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი"ამ კონკურსმა დაგვანახა თუ როგორი საინტერესო და ინოვაციური პროექტები შეიძლება შეიქმნას კლუბური მუშაობის დროს და ნამდვილად გვახარებს მასწავლებელებისა და მოსწავლეების ასეთი ჩართულობა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, კონკურსის გამარჯვებული გახდა  ქ. წნორის N3 საჯარო სკოლის (კლუბის ხელმძღვანელი- ნინო კოკილაშვილი) პროექტი "ბგერის სიჩქარე". გამარჯვებული კლუბი "ევრიკა" მიიღებს მონაწილეობას ვარშავის სამეცნიერო პიკნიკში (პოლონეთი, 2024 წელიივნისი).

კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა მონაწილეს და გისურვოთ წარმატება! "

კონკურსის ორგანიზატორებმა გამოგვიგზავნეს სააპლიკაციო ფორმა  და რიგით 27-ე სამეცნიერო პიკნიკის შესახებ ინფორმაცია. 

გთავაზობთ ექსპერიმენტებს: N1, N2, N3, N4. 

კოპერნიკის ცენტრიდან მივიღეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი ვიზიტის განრიგის შესახებ.

ვარშვაში გავემგზავრეთ მე, კლუბ "ევრიკას ხელმძღვანელი ნინო კოკილაშვილი და კლუბის წევრები ლუკა ყოჩიაშვილი, ანანო ბალიაშვილი, ლიზი შიხაშვილი და ნიკოლოზ ქილიტაური. 

 

2024 წლის 13-16 ივნისს გავემგზავრეთ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სადაც მონაწილოება მივიღეთ სამეცნიერო პიკნიკში. 
გთავაზობთ, ჩვენი ვიზიტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას. 




ჩვენი ნიკოლოზი 💓
ერთხელ ვარშავაში 😊

Комментариев нет:

Отправить комментарий